პოსტტრავმული სტრესული აშლილობა - სიმპტომები და რეკომენდაციები
ადამიანის ფსიქიკაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს ყველა ის სტრესი და მატრამვირებელი გამოცდილება, რომელიც ცხოვრებაში ხვდება. არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამიანის ფსიქიკა თავის განსაკუთრებულ უნარს, ადაპტირდეს და გაუმკლავდეს ამ ყველაფერს, ვერ იყენებს და ეს დაგროვილი ნეგატივი საგრძნობლად აფერხებს მის ჩვეულ ფუნქციონირებას. სწორედ ასეთ შემთხვევას ეწოდება პოსტტრამვული სტრესული აშლილობა.
რა არის პოსტტრამვული სტრესული აშლილობა?
PTSD ფსიქიკური აშლილობის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც უვითარდება ადამიანს ძლიერი მატრავმირებელი და შოკის მომგვრელი შემთხვევის გადატანის შემდგომ. ასეთი მოვლენა შესაძლოა იყოს ბუნებრივი სტიქია, ომი, ტერორისტული აქტი, ავტოავარია, ნებისმიერი სახის ძალადობა, მოვლენები, რომლის დროსაც დიდია ფიზიკური და ფსიქიკური ზიანის მიღების საფრთხე. აგრეთვე მატრავმირებელი შეიძლება გახდეს ისეთი მოვლენები, რომელთა თვითმხილველი ხდება ინდივიდი, მაგალითად ოჯახური ძალადობა, ახლობელი ადამიანის ჯანმრთელობის დამძიმება, სუიციდი და სხვ.
როგორც წესი, PTSD-ის ნიშნები მოვლენის გადატანიდან პირველი 3 თვის მანძილზე ვლინდება, თუმცა შესაძლოა წლების შემდგომაც გამოვლინდეს მაპროვოცირებელი ფაქტორების ზეგავლენით.
PTSD-ის მქონე ინდივიდებს ახასიათებთ 4 ძირითადი სიმპტომი:
განმეორებადი შემაწუხებელი მოგონებები, სიზმრები და ე.წ. ფლეშბექები, რომელიც ტრავმულ მოვლენასთან არის დაკავშირებული. გაზრდილი შფოთვა, შიში და მუდმივად საშინელების მოლოდინი. შეცვლილი გუნებაგანწყობა - ხშირი გაღიზიანება, ფეთქებადობა და აგრესიულობა. ადამიანი ცდილობს თავი აარიდოს ყველაფერს, რაც ტრავმულ მოვლენას ახსენებს - სიტუაციებს, ადამიანებს, ქცევებს და ა.შ.
რეკომენდაციები
PTSD-ის მკურნალობისთვის პირველი ნაბიჯი - მისი სიმპტომების ამოცნობა და პრობლემის დროული იდენტიფიცირებაა. აგრეთვე, უმნიშვნელოვანესია ახლობელი ადამიანების ემოციური მხარდაჭერა და თანადგომა.
ეფექტური და მდგრადი თერაპიული შედეგისთვის კი მსოფლიო პრაქტიკაში PTSD-თან გასამკლავებლად დანერგილია კომპლექსური მიდგომა - ფსიქოთერაპიული ინტერვენცია და მედიკამენტური მკურნალობა.
მიძინებული სტრესული გამოცდილებებისა და ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ ჰოლოტროპული სუნთქვის ტრენინგი, რომელიც სულ მალე დიალოგში ჩატარდება. ტრენინგს სერტიფიცირებული საერთაშორისო დონის ფასილიტატორები გაუძღვებიან.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით
574121274; 0322500288
დიალოგი შენი სიმშვიდისთვის!